ენდრიკი „მილანში“ გადასვლაზე სერიოზულად ფიქრობს
იტალიური გამოცემების ცნობით, „მილანი“ უკან დახევას არ აპირებს და ენდრიკ ფელიპეს შესაძენად ყველაფერს იღონებს.
თავად ფეხბურთელს სერია „ა“-ში გადასვლის პერსპექტივა ხიბლავს და მიაჩნია, რომ სათამაშო დრო არის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი.
ფელიპეს დაყოლიებას ლეგენდარული რიკარდო კაკა და ნელსონ დიდაც დილობენ.
„როსონერის“ ხელმძღვანელობა ბრაზილიელს ახალგაზრდას მუდმივ სათამაშო დროს პირდება და დარწმუნებულია, რომ ის იტალიაში ეპოქას შექმნის.
„ას“-ის ცნობით, სატრანსფერო თანხად 70 მილიონი ევრო განიხილება, სადაც „რეალი“ გამოსყიდვის უფლებასაც დაიტოვებს, რომელიც 2030 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს.
- დღეს, 12:42
- 32
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




