ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ბრაჰიმ დიასთანაც მიმდინარეობს
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს ბრაჰიმ დიასთანაც აწარმოებს.
„მერენგები“ თვლიან, რომ მაროკოელმა ფეხბურთელმა კლუბი არ უნდა დატოვოს, სწორედ ამიტომ, მას 2031 წლის 30 ივნისამდე გახანგრზლივებას სთავაზობენ.
თავად ფეხბურთელის პოზიცია ამ ეტაპისთვის უცნობია, თუმცა ჯერ იდევ 2-3 კვირის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დიასი ჟოზე მოურინიოსგან მეტ სათამაშო დროს ითხოვდა.
თუ ბრაჰიმი გაახანგრძლივებს, ეს კიდევ ერთი ხაზგასმა იქნება იმისა, რომ მაროკოელი „განსაკუთრებულის“ გეგმებში შედის.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...
- დღეს, 17:34
- 65
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




