ვალდანო:„„რეალისთვის“ კურტუას კონტრაქტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო“
ხორხე ვალდანო მადრიდის „რეალის“ და ტიბო კურტუას შეთანხმებას გამოეხმაურა.
„რა თქმა უნდა, ტიბო კურტუასთან კონტრაქტის გახანგრძლივება მადრიდის „რეალისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი იყო.“
„ევროპაში არაერთი უმაღლესი კლასის არის დარაჯია, მაგრამ ტიბო ყველაზე მაღლა დგას და ეს არაერთხელ დამტკიცებულა.“
„წინა კონტრაქტით, ბელგიელი გუნდში 2027 წლის 30 ივნისამდე უნდა დარჩენილიყო, ახლა კი „რეალს“ შეუძლია, რომ მშვიდად იყოს.“
„ეჭვი არ მეპარება, კურტუა მომავალ წელსაც გაახანგრძლივებს და გუნდში არა 2028 წლის ზაფხულამდე, არამედ 2029 და შესაძლოა 2030 წლამდეც დარჩეს.“
„ტიბოს შემთხვევაში ასაკი არაფერს ცვლის, მას გამოცდილებასთან ერთად კლასიც ემატება და დარწმუნებული ვარ, 37-38 წლამდე მოწოდების სიმაღლეზე იდგება.“
- დღეს, 17:31
- 60
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



