„სელტასთან“ მატჩისთვის მზადება დასრულდა
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მზადება დაასრულეს.
ჟოზე მოურინიომ მთელი გუნდი ავარჯიშა, მათ შორის იყო ფედე ვალვერდეც.
როდრიგო გოეში და ასენსიო ასრულებენ, როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურ ვარჯიშებს.
მადრიდელებმა სესიაზე დიდი ყურადღება დაუთმეს ტაქტიკურ მონახაზებს, სწრაფ შეტევებს და მოკლე სივრცეში კომბინაციურ თამაშს.
სესიაზე გამოძახებული არ გახლდათ არცერთი კანტერანო.
შეგახსენებთ, „რეალი“ ვიგოს „სელტას“ ხვალ, 21 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე უმასპინძლებს.
- დღეს, 17:27
- 39
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



