მოურინიო:„ვინისიუსს ჩემი მხრიდან სრული ნდობა აქვს“
ჟოზე მოურინიომ „სელტასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ჩვენ სერიოზული მატჩი გველის. „სელტა“ გაცილებით ძლიერია, ვიდრე ჩანს. ვიგოური კლუბი სატურნირო ცხრილში არახელსაყრელ პოზიციაზე იმყოფებოდა, თუმცა ცხრილში არსებული მდგომარეობა ამ გუნდის რეალურ ძალას არ ასახავს.“
„დღევანდელ ვარჯიშზე ყველა ფეხბურთელი მეყოლება. მიხარია, რომ მოთამაშეები ნაკრებებიდან დაზიანებების გარეშე დაბრუნდნენ.“
„ბერნაბეუზე ვბრუნდებით. ზედიზედ 3 მატჩის ჩატარება საშინაო არენაზე გვიწევს, რაც ძალიან სასიხარულოა.“
„ვინისიუსი? მოუთმენლად ველით მის დაბრუნებას. წინახაზელს ბრაზილიის ნაკრებში შესანიშნავი თამაშები ჰქონდა და არაერთი გოლის გატანა შეძლო. მე ვაგრძელებ მის დახმარებას და მხარდაჭერას, ის ძალიან საჭირო ფიგურაა.“
„ჯეი ჯეი გაბრიელი? ახლა ამ თემაზე სასაუბროდ ნამდვილად არ მოვსულვარ.“
„ენდრიკი საჭირო და მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ვფიქრობ, ბრაზილიელი მოთამაშე მადრიდში თავს ბედნიერად გრძნობს.“
„თუ რომელიმე ფეხბურთელი დაღლილია და სათამაშოდ მზად არ არის, მე მზად ვარ, ნებისმიერის დასვენებისთვის.“
„არდა გიულერი ფანტასტიკური ფეხბურთელია. მიხარია, რომ თურქმა მრავალწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. არდა აქ დიდი ხნის განმავლობაში უნდა დარჩეს.“
„რონალდუ და პორტუგალიის ნაკრები? სხვა საკითხებზე სასაუბროდ არ მოვსულვარ.“
„საკმაოდ ინტენსიური კალენდარი გვაქვს. 3 დღეში ერთხელ გვიწევს თამაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ცვლილებები მომიწევს. შანსს ყველა მოთამაშე მიიღებს.“
„ჩუამენის და ბერნარდუს დუეტი ნახევარდაცვაში? მათ დაამტკიცეს, რომ ერთად ბრწყინვალედ შეუძლიათ გამოსვლა.“
„ვალვერდეს დასვენება? ურუგვაელმა გუშინ არ ივარჯიშა, ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. მრავალსაათიანი ფრენისა და ფიზიკური დატვირთვის გამო, მას დასვენება ესაჭიროებოდა და ამაზე პრობლემას არასდროს არ ვქმნი.“
„იმისთვის, რომ გუნდმა განვითარებაზე ზრუნვა განაგრძოს, აბსოლუტურად ყველა დეტალს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ფეხბურთელები მოტივირებულები არიან და ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებული სერიის შესანარჩუნებლად.“
- დღეს, 13:32
- 25
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



