შლოტერბეკისთვის „ბარსელონაც“ იბრძვის
ნიკო შლოტერბეკი არამხოლოდ „რეალის“, არამედ კატალონიის „ბარსელონას“ რადარზეც არის.
როგორც ჩანს, ფლორენტინო პერესს სწრაფი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს, ვინაიდან ნიკოზე პრეტენზიას უშუალო კონკურენტიც აცხადებს.
ფაქტია, რომ უახლოეს მომავალში გამოცდილი გერმანელი მცველი „დორტმუნდის“ შემადგენლობას დატოვებს.
ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული თავად ფეხბურთელის არჩევანზეც.
„მარკას“ ცნობით, „რეალი“ ოფიციალურ მოლაპარაკებებში უკვე ჩაერთო და ფეხბურთელის დაყოლიებასაც ცდილობს.
- დღეს, 12:25
- 39
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




