ფიგუ:„ვინისიუსი სასურველ კონდიციას დაიბრუნებს“
ლუიშ ფიგუმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბრაზილიელი მოთამაშე სასურველ კონდიციას დაიბრუნებს.
„გამოცდილებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ვინისიუს ჟუნიორი სასურველ კონდიციას დაიბრუნებს.“
„ვინი არის ფეხბურთელი, რომელსაც მატჩის ბედის შეცვლა ნებისმიერ მომენტში შეუძლია. მისი ნიჭიერება და ბურთთან ურთიერთობის სტილი სრულიად განსხვავებულია.“
„ვინი, როგორც პენალტების შემსრულებელი? მე მას ვერანაირ რჩევას ვერ მივცემ, გარდა იმისა, რომ თერთმეტმეტრიანების შესრულება განაგრძოს.“
„დიომანდესთან კონკურენცია? ფაქტია, რომ ახალწვეულმა ყველა ავანსი გაამართლა და საოცრად თამაშობს, ის ასევე ეფექტურია დაცვითი ფუნქციების შესრულების დროსაც.“
„არდა გიულერი შესანიშნავი ფეხბურთელია, მისი საშემსრულებლო ოსტატობა და ელეგანტური მოძრაობები ყოველთვის საინტერესოა. არდა ეფექტურად აკონტროლებს ბურთს, იწყებს შეტევებს და ქმნის განსხვავებებს.“
„მოურინიოს გუნდებს ყოველთვის უყვარდა პრესინგი და „რეალშიც“ ასეა. პორტუგალიელმა კლუბში ახალი იდეები მიიტანა, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება.“
- დღეს, 18:35
- 53
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




