„ბლანკოსი“ ნიკო შლოტერბეკით კვლავ ინტერესდება
გასულ ზაფხულს ნიკო შლოტერბეკი მადრიდის „რეალის“ რადარზე იყო, მაგრამ საბოლოო შეთანხმა ჩაიშალა.
ამას დაერთო ნიკოს ტრავმა, რეაბილიტაციის პროცესი და მოლაპარაკებების შეფერხება.
ნიკო დაბრუნდა და კვლავ აჩვენებს, რომ უმაღლესი კლასის ცენტრალური მცველია.
მადრიდული გუნდი ცენტრალურ მცველებს ეძებს, რადარზე არაერთი მოთამაშეა, ნიკო კი ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.
ესპანური გამოცემების ცნობით, ჟოზე მოურინიოს ძალიან მოსწონს შლოტერბეკის სტილი და მისი დამატება აქვს მიზნად დასახული.
მადრიდული გრანდი „დორტმუნდთან“ მოლაპარაკებების განახლებას უახლოეს მომავალში აპირებს, სატრანსფერო თანხად კი 60 მილიონი ევრო განიხილება.
- დღეს, 17:00
- 68
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




