ალვარო არბელოას ინტერვიუ
"მილანთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩთან დაკავშირებით, მთელი მსოფლიო საუბრობს. იწერება უამრავი სტატია, რომელიც მიძღვნილია ამ თამაშზე. სამეფო კლუბის ესპანელმა მცველმა, ალვარო არბელოამ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა, სადაც მრავალ კითხვას უპასუხა...
როგორი სიტუაციაა სამეფო გუნდში?
შესანიშნავი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დიდი პროგრესი განვიცადოთ. "მალაგასთან" თითოეულმა ფეხბურთელმა მაქსიმუმი გაიღო და 1-4 გავიმარჯვეთ. ვგონებ, ეს არ არის პატარა შედეგი , მითუმეტეს სტუმრად.
მოურინიოს გუნდს სტუმრად თამაში აშკარად უჭირს, რას ფიქრობთ ამაზე?
ვერ დაგეთანხმებით, რომ ჩვენ გვიჭირს გასვლითი თამაშების მოგება, უბრალოდ ის იყო სეზონი სტარტი და რამდენიმე სტუმრობა წარუმატებელი გამოვიდა, ეს აუცილებლად გამოსწორდება უახლოეს მომავალში.
სამიდან ორი ფრე არც ისე კარგი შედეგია, მითუმეტეს თქვენი მეტოქე ჯერ მალიორკა ხოლო შემდეგ ლევანტე იყო...
დიახ, ვიცით რომ არც ის კარგი შედეგი იყო გასვლით მატჩებში, მაგრამ ჩვენ "მალაგა" 1-4 დავამარცხეთ, ამაზეც შეიძლება ყურადღების გამახვილება, ცუდი ყოველთვის ჩანს და კარგის დანახვა არავის სურს, დამერწმუნეთ ჩვენთვის გასვლით მატჩებსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
შეტევით ხაზზე რას გვეტყვით?
შეტევაში თამაშობს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც არგენტინელი გონსალო იგუაინია, პიპიტა ყველას აოცებს საოცარი ტალანტით, იგი ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ რეგულარულად ახერხებს გოლების გატანას, მან დაიმსახურა ადგილი სასტარტო შემადგენლობაში და "ბლანკოსის" უპირობო ლიდერად ითვლება, შარშანდელ სეზონში გონსალომ ძალიან ბევრი გაიტანა, ასევე იყო იმის წინა სეზონშიც, დარწმუნებული ვარ, რომ იგი წელსაც გაიბრწყინებს და გუნდს უამრავი გატანილი გოლით დაეხმარება, არგენტინელის ყველას ეიმედება.
მოერგეთ მოურინიოს სათამაშო სტილს?
პორტუგალიელი სპეციალისტი ნამდვილი გენიოსია და მასთან მუშაობა თითოეული ფეხბურთელისთვის უდიდესი პატივია, ჟოზესთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მე თუ მკითხავთ მოურინიოს სათამაშო სტილი არ გააჩნია, იგი ყოველთვის სიახლის ძიებაშია და მუდამ ახალ ტაქტიკას ქმნის, სწორედ ეს არის მისი დადებითი თვისება. ვაფასებ ამ ადამიანის მიზანსწრაფულობას, იგი ნებისმიერ ფეხბურთელს ნამდვილ ვარსკვლავად აქცევს.
შარშანდელი "რეალი" უფრო ძლიერი იყო თუ წლევანდელი?
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წლევანდელი გუნდი გაცილებით უკეთესია ვიდრე შარშანდელი, ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ჯერ ერთი შარშან გუნდში მსოფლიოს კაშკაშა ვარსკვლავები მოვიდნენ და მათ შეთამაშებას დრო სჭირდებოდა, წელს კი ისინი გაცილებით უკეთ უგებენ ერთმანეთს, თან "ბლანკოსს" სათავეში მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ჩაუდგა.
შეუძლია რომელიმე გუნდს სამეფო გუნდის დამარცხება?
თუ ჩვენ დავიხარჯებით ბოლომდე და საკუთარ თამაშს შევთავაზებთ მოწინააღმდეგეს, მაშინ გამორიცხულია ჩვენი დამარცხება, რადგან "ბლანკოსში" მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები ირიცხებიან.
ვარჯიშების დროს, ყველაზე მეტად რომელ რგოლს ექცევა ყურადღება?
მოურინიო ყველა რგოლს თანაბრად აქცევს ყურადღებას, რადგან ფიქრობს, რომ წარმატების მთავარი გასაღები ყველა პოზიციის ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებაა. პორტუგალიელი სპეციალისტი თითოეული ფეხბურთელისგან მაქსიმუმს ითხოვს და ყოველთვის გვეუბნება, რომ ძირითად შემადგენლობაში სწორედ ის მოთამაშე იქნება, ვინც ვარჯიშზე ყველაზე მეტად დაიხარჯება.
ბევრი საუბარი მიდიოდა იმის შესახებ, რომ სამეფო კლუბი ვერ ახერხებს გოლების გატანას, თუმცა თქვენ ბოლო ორ თამაშში 10 გოლი გაიტანეთ...
ვფიქრობ, ამ უაზრო მოსაზრებას გუშინ სამუდამო წერტილი დაესვა, ჩვენ გოლები თავისუფლად გაგვაქვს და მხოლოდ უკანასკნელი პესიმისტი თუ იტყვის იმას, რომ ვერ ვახერხებთ მეტოქეთა კარის აღებას. მიუხედავად იმისა, რომ ლევანტესთან და მალიორკასთან ნულოვანი ფრე ვითამაშეთ, მაინც არ ვთვლით, რომ არ შეგვიძლია გოლების გატანა, ეს უბრალოდ სეზონის სტარტის ბრალი იყო.
იმსახურებთ ადგილს ძირითად შემადგენლობაში?
ზემოთ აღვნიშნე და ახლაც გავიმეორედ, როდესაც მოურინიო ხედავს, რომ ფეხბურთელი ძალიან მონდომებულია , იგი სასტარტოში ხვდება. პორტუგალიელი სპეციალისტის თერთმეტეული ყოველთვის საუკეთესოებით არის დაკომპლექტებული. როდესაც სასტარტოში ვარ, ესეიგი შევდივარ საუკეთესოთა შორის, ხოლო როდესაც სათადარიგოთა სკამზე ვზივარ, ესეიგი ჩემი პოზიციის ფეხბურთელი ჩემზე უკეთეს კონდიციაშია.
მეტოქეებს ყველაზე მეტად იგუაინის უნდა ეშინოდეთ თუ კრიშტიანოსი?
ორივე ძალიან სახიფათო ფეხბურთელია, ვარჯიშებზე ისინი ყოველთვის დიდ პრობლემებს მიქმნიან და დარწმუნებული ვარ ასე ხდება თამაშების დროსაც. კრიშტიანო უფრო ინდივიდუალური ფეხბურთელი, პიპიტა კი გუნდზე დამოკიდებული, ორივეს აქვს დადებითი მხარეები, ასე რომ გამორჩევა მიჭირს.
"მილანთან" მატჩამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. როგორ ფიქრობთ, მოახერხებთ ძალების აღდგენას?
აუცილებლად. დასვენების დრო არ არის, ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან რთული მატჩი მოგვიწევს. იტალიელები არ არიან სახუმარო მეტოქეები, ამ ქვეყნის გუნდები ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან.
თამაში ბერნაბეუზეა და ეს თქვენთვის დამატებითი სტიმული იქნება...
დიახ, რა თქმა უნდა , სტადიონის პუბლიკის მხარდაჭერის იმედი ყოველთვის გვაქვს. დარწმუნებულები ვართ მოვახერხებთ ალეგრის გუნდის დამარცხებას და სატურნირო ცხრილის ლიდერობის შენარჩუნებას, ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია წარმატების მიღწევა.
როდესაც ლივერპულში თამაშობდით, მაშინაც ხშირად იყო თქვენი მეტოქე "მილანი"...
დიახ, ლივერპულს იტალიურ გუნდთან დიდი ისტორიები აქვს. რად ღირს ჩემპიონთა ლიგის ფინალი, როდესაც მერსისაიდელები 3-0 აგებდნენ და გამარჯვება მოახერხეს, თუმცა იმ თამაშიდან რამდენიმე წელიწადში "როსონერიმ" მაინც იძია შური და სწორედ ისინი დაეუფლნენ ჩემპიონთა ლიგის თასს.
ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ-ჯერობით გოლი არ გაქვთ გაშვებული, აპირებთ ამ სასიამოვნო ტრადიციის გაგრძელებას?
იმედი მაქვს "როსონერისთანაც" შევძლებთ კარის მშრალად შენახვად, გუნდის დაცვა მოწოდების სიმაღლეზე დგას და დარმწუნებული ვარ ჭკვიანური თამაშის შემთხვევაში მოვახერხებთ კარის მშრალად შენახვას, მითუმეტეს ჩვენი კარის დარაჯი იკერ კასილასია, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოა.
გუნდის დაცვა კარგად გამოიყურება, მაგრამ ლა ლიგის ორ მატჩში თითო-თითო გოლი მაინც გაუშვით...
ეს ბუნებრივია, როდესაც მიდიხარ წინ და ამდენი გოლი გაგაქვს, მეტოქე ერთ კონტრშეტევაზე მაინც დაგიჭერს და გაგიტანს. როგორ ფიქრობთ რა ურჩევნიათ გულშემატკივრებს, 6 გავიტანოთ და 1 გავუშვათ თუ 2 გავიტანოთ და არცერთი არ გავუშვათ? რა თქმა უნდა 6 გოლის გატანა ჯობია, ასე რომ დასაძრახი ამ შემთხვევაში არაფერია.
იტალიელთა მხრიდან, რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდით წინა ხაზში?
ალეგრის შთამბეჭდავი წინა ხაზი ჰყავს. რობინიო, რონალდინიო, ინძაგი, იბრაჰიმოვიჩი, პატო, მართლაც მრავლისმეტყველი გვარებია, ამ ფეხბურთელებს ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ მოედანზე და განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს.
თუ "მილანთან გაიმარჯვებთ, გაინაღდებთ 1/8 ფინალის საგზურს?
ეს იქნება დიდი ნაბიჯი, Play Off-ისკენ, მაგრამ 9 ქულა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მშვიდად ვიყოთ, ჯგუფურ ეტაპზე კარგად თამაშს და მაქსიმალური ქულის აღებას ვგეგმავთ, ჩვენი მეტოქეები არც ისე სახუმარო გუნდები არიან ამიტომ საჭიროა ყველა თამაშში მოგებაზე ფიქრი.
ყველაზე მეტ პრივილეგიას რომელ ჩემპიონატს ანიჭებთ?
რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგას, მაგრამ ლა ლიგა არავის ავიწყდება, უკვე ორი წელია კატალონიის ბარსელონა დომინირებს, ახლა კი აშკარად მოვიდა იმის დრო, რომ "ბლანკოსმა" თავისი სიტყვა თქვას ეროვნულ ჩემპიონატში, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ვალენსია, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და ეცდება ჩემპიონის ტიტულის მოგებას, წელს პრიმერას მოგება გაცილებით უფრო რთული იქნება.
შარშან ლა ლიგაში ძალიან ბევრი მატჩი მოიგეთ , მაგრამ ეს არ იყო საკმარისი ჩემპიონობისთვის?
დიახ, მანუელ პელეგრინის მოღვაწეობის დროს "რეალმა" ქულათა სარეკორდო რაოდენობას მოუყარა თავი, მაგრამ "ბარსელონას" მაინც ვერ ვაჯობეთ, რადგან კატალონიელები ჩვენზე უკეთეს ფორმაში იყვნენ და თამაშს თამაშზე იგებდნენ.
გვარდიოლას გუნდი ახლაც კარგ ფორმაშია...
დიახ, მაგრამ ჩვენ შარშანდელზე გაცილებით უფრო ძლიერები ვართ და შეგვიძლია ჩემპიონობა, ჩვენ არაფერს დავუთმობთ კატალონიელებს, რადგან გვსურს ჩემპიონობა.
მესუთ ოზილი ყოველდღიურად პროგრესირებს, რას იტყვით ამ ფეხბურთელზე?
გუნდში მოსვლის დღიდან მესუთი მაოცებს საკუთარი ტალანტით, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად ოზილი ძალიან კარგად თამაშობს და მოურინიოს ფორმაციის "რეალის" საკვანძო ფიგურად ყალიბდება, მისი გადაცემები ხშირ შემთხვევაში ზუსტია და მეტოქეებს უდიდეს პრობლემებს უქმნის, გერმანელი ფეხბურთელი კიდევ უფრო დაიხვეწება და გამოადგება ესპანურ გრანდს.
მაურინიოს აქვს რომელიმე ფეხბურთელთან დაპირისპირება?
არა. ჟოზეს თითოეული ფეხბურთელი ძალიან უყვარს და პატივს სცემს. მოურინიო ყოველთვის მეგობრულია და მასთან ურთიერთობა ყველა ფეხბურთელისთვის სასიამოვნოა.
რას გვეტვყით ხაბი ალონსოზე?
ხაბი ჩემი მეგობარია, ჩვენ "რეალშიც" და ესპანეთის ნაკრებშიც ერთად გამოვდივართ და ვთვლი, რომ იგი თავის პოზიციაზე საუკეთესო მოთამაშეა. ამ ფეხბურთელის მოედნის ხედვა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის საოცნებო უნდა იყოს, ალონსო ნამდვილი პროფესიონალია.
ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ კრიშტიანო რონალდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია?
რონალდო უნიჭიერესი ფეხბურთელია და გუნდში მას უდიდესი როლი აქვს დაკისრებული, პორტუგალიელი ფეხბურთელი ნამდვილად დიდი მოთამაშეა და ნებისმიერი გუნდისთვის ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია.
ოქროს ბურთს ესპანელი ფეხბურთელი იმსახურებს?
ოქროს ბურთს იკერ კასილასი იმსახურებს, რადგან მან მსოფლიო ჩემპიონატზე საოცარი "სეივები" განახორციელა, ასეთი რაღაცების გაკეთება მხოლოდ კასილასის დონის გოლკიპერს შეეძლო, მე უდიდეს პატივს ვცემ ჩვენს კაპიტანს.
- 17 ოქტომბერი 2010
- 1 541
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.