პერესს ნიკო პასის დაბრუნება გადაწყვეტილი აქვს
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი მოხიბლულია ნიკო პასის პროგრესით და მიიჩნევს, რომ არგენტინელი ფეხბურთელი მადრიდში უნდა დაბრუნდეს.
„ბლანკოსის“ თავდასხმაში არსებული უდიდესი კონკურენციის ფონზე, სამხრეთ-ამერიკელი ფეხბურთელი აცნობიერებს, რომ სათამაშო დრო შეუმცირდება, რაც მის გეგმებში არ შედის.
ნიკო დაბრუნებასთან დაკავშირებით ფრთხილ პოზიციას ირჩევს.
არაოფიციალური ინფორმაციით, ახალგაზრდა მოთამაშემ „კომოში“ დარჩენა ითხოვა, თუმცა სამეფო კლუბს ამ შემთხვევაში განსხვავებული პოზიცია აქვს.
„მარკას“ ინფორმაციით, მადრიდელებმა შიდა მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს, პერესს კი გადაწყვეტილება მიღებული აქვს.
- დღეს, 12:25
- 77
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




