შემდეგი კურტუა იქნება
ესპანური გამოცემების ცნობით, შემდეგი ფეხბურთელი, რომელსაც მადრიდის „რეალი“ კონტრაქტს გაუხანგრძლივებს ტიბო კურტუა იქნება.
არსებული ცნობით, ბელგიელთან ყველა დეტალზე არსებობს შეთანხმება და მალე ოფიციალური განცხადებაც უნდა გაკეთდეს.
მიმდინარე ხელშეკრულება ტიბოს 2027 წლის 30 ივნისს ეწურება, ახალი შეთანხმებით კი ის გუნდში 2028 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
„ბლანკოსი“ დარწმუნებულია ბელგიელი კიპერის შესაძლებლობებში და აცნობიერებს, რომ ტიბოს ასაკი აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს.
- გუშინ, 11:00
- 557
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




