„ფიორენტინას“ მასტანტუონოს კიდევ 1 წლით დატოვება სურს
ფლორენციის „ფიორენტინა“ ფრანკო მასტანტუონოს თამაშის ხარისხით ძალიან კმაყოფილია და ფეხბურთელის კიდევ 1 წლით დატოვება სურს.
იტალიელები მადრიდის „რეალს“ უახლოეს მომავალში მიმართავენ და ეცდებიან, რომ მასტანტუონო 2028 წლის ზაფხულამდე დაიტოვონ.
ფლორენციელთა აზრით, ფრანკოს განვითარებისთვის ახლა საუკეთესო ვარიანტი იტალიის ჩემპიონატში დარჩენაა.
მადრიდის „რეალში“ ამ ეტაპზე ჯერ-ჯერობით არანაირ პოზიციას არ აფიქსირებს, თუმცა ხვდებიან, რომ თავდასხმის ხაზში არსებული კონკურენციის ფონზე, მასტანტუონოს სათამაშო დრო საკმარისი არ იქნება.
ესპანური გამოცემების ცნობით, მხარეები უახლოეს მომავალში მოლაპარაკებებს გამართავენ.
- დღეს, 13:52
- 7
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




