რუდიგერი:„წავალ თუ არა, მომდევნო ზაფხულს გადაწყდება“

ანტონიო რუდიგერმა მადრიდულ გამოცემებს ინტერვიუ მისცა და არაერთ საინტერესო საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

„მე აქ ახალგაზრდა არ მოვსულვარ, მაგრამ „რეალი“ ჩემი ცხოვრების კლუბია, რომელშიც მეხუთე სეზონი დავიწყე და უამრავი რამ გადამხდა თავს. ეს არის დიდი ისტორია, რომელიც სამეფო კლუბთან ერთად დავწერე და არაერთი ტიტულის მოგება შევძელი.“

„არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, ჩემი მადრიდული კარიერა დასრულდება თუ არა. ახლა ამაზე ფიქრის დრო არ არის. მოვა ზაფხული და ყველაფერს გავარკვევთ.“

„ფიზიკური თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ მაქვს, მოედანზე ბოლომდე ვიხარჯები და ვცდილობ, გუნდისთვის პროდუქტიული ვიყო.“

„კარლო ანჩელოტი? ის ფეხბურთის ჯენტლმენია, რომელიც ფეხბურთელების განწყობაზე ყოველთვის დადებითად მოქმედებდა. იტალიელი საოცარ უნარებს ფლობს. ეპოქა, რომელიც ანჩელოტიმ „ბლანკოსში“ შექმნა, ნამდვილად დაუვიწყარია.“

„ვინი? ის კრიზისში არ არის, მას უბრალოდ რთული პერიოდი აქვს, რომელიც უკვე მალე დაიძლევა. ყველამ კარგად იცის, რისი გაკეთება შეუძლია ბრაზილიელ ვარსკვლავს მწვანე მინდორზე.“

„მოურინიოსთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ის გამორჩეული სპეციალისტია. გასახდელში ხშირად ხუმრობს, ფეხბურთელებთან ინტენსიური კომუნიკაცია აქვს და მეგობრულია, თუმცა როდესაც ვარჯიში გვაქვს, სრულიად სახეცვლილ ჟოზეს ვხედავთ, ის არის განსაკუთრებული მოთხოვნების მქონე სპეციალისტი.“

„შარშან მწვრთნელები შეიცვალნენ, გუნდში ქაოსი შეიქმნა და შედეგები ვერ დავდეთ, რის გამოც დიდი კრიტიკა გამოვიწვიეთ.“

„2 სეზონი ტიტულის გარეშე, „ბლანკოსის“ დონის გუნდისთვის დიდი პრობლემაა. ჩვენ სწორად ვაფასებთ ამ მოცემულობას.“

„ელ ლოკო? ეს მეტსახელი „ჩელსიში“ თამაშის დროსაც მქონდა.“

„ყოველთვის ვცდილობ, კარგ ხასიათზე ვიყო და თანაგუნდელებთანაც ჰარმონიული ურთიერთობა მქონდეს, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“

„სანაკრებო კარიერა? ვფიქრობ, გადაწყვეტილება სწორ დროს მივიღე და ბუნდესნაკრებს დავემშვიდობე.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 15
2 მბაპე 13
3 იამალი 10
4 ზაბირი 9

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2026 (145)
ოქტომბერი 2026 (178)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)