ვინისიუსი:„კარლო ანჩელოტი ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანია“

ვინისიუს ჟუნიორმა ბრაზილიის ნაკრებში პრესკონფერენცია გამართა.

„კარლო ანჩელოტი ჩემი ცხოვრების ადამიანია, სწორედ მან დაინახა ჩემში პოტენციალი და განვითარების საშუალება მომცა. იტალიელთან ერთად „რეალში“ 2-ჯერ შევძელი ჩემპიონთა ლიგის მოგება.“

„როდესაც გავიგე, რომ კარლო ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწრთნელი ხდებოდა, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი. მისი აქ მოსვლის შემდეგ ეროვნული ნაკრების მაისურით 10 გოლი გავიტანე.“

„ჩემი ფორმა? დარწმუნებული ვარ, პიკზე დავბრუნდები და ზუსტად ვიცი, რა უნდა გავაკეთო ამისთვის.“

„შარშან სეზონის სტარტზე მაკრიტიკებდნენ და ბევრი გოლი არ მქონდა გატანილი, თუმცა საბოლოო ჯამში 20 ბურთიან ნიშნულს გადავაჭარბე. ეჭვი არ მეპარება, ახლაც ასე იქნება.“

„რონალდუ და მესი? მათ 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შექმნეს განსხვავება.“

„კონტრაქტის გაფორმება „რეალთან“? ეს საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებები იყო. ვერ ვიტყვი, რომ ამდენი კლუბის ყურადღებამ ჩემი ენერგია არ წაიღო, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობდი საქმეზე კონცენტრირებას.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 15
2 მბაპე 13
3 იამალი 10
4 ზაბირი 9

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2026 (135)
ოქტომბერი 2026 (178)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)