ბრაჰიმ დიასის მადრიდული მომავალი ბუნდოვანია
ბრაჰიმ დიასი მადრიდის „რეალში“ და ბრაჰიმ დიასი მაროკოს ნაკრებში სულ სხვადასხვა ფეხბურთელები არიან.
ფაქტია, რომ უკვე გამოცდილ წინახაზელს გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია მოედანზე, ვიდრე აკეთებს.
მადრიდის „რეალში“ ბრაჰიმის სათამაშო დრო მნიშვნელოვნად არის შემცირებული და ასევე შემცირებულია მისი მარგი ქმედების კოეფიციენტიც.
ამ სეზონში დიასმა „რეალის“ მაისური 9-ჯერ მოიგო, მაგრამ ჯამურად მხოლოდ 249 წუთი გაატარა მოედანზე.
მაროკოს ნაკრებში დიასი უპირობო ლიდერია, ყოველთვის ეფექტურად თამაშობს და ყველას უმტკიცებს, რომ ძალიან მაღალი ხარისხის ფეხბურთის ჩვენება შეუძლია.
ესპანური გამოცემების ცნობით, თუ ჟოზე დიასს სათამაშო დროს არ გაუზრდის, მისი წასვლა გარდაუვალი იქნება.
იმ ფონზე, რომ „ბლანკოსის“ წინა ხაზში ძალიან დიდი კონკურენციაა, ბრაჰიმისთვის სათამაშო დროის გაზრდა საკმაოდ დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.
- დღეს, 11:54
- 2
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



