არდა გიულერთან 5 წლიანი კონტრაქტი შეთანხმებულია
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ არდა გიულერთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას მალე ოფიციალურად გამოაცხადებს.
თურქი მოთამაშის ხელფასი ახალი ხელშეკრულების ფარგლებში 8 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
ასევე ცნობილია, რომ შეთანხმების ვადა 5 წელს და რამდენიმე თვეს მოითვლის და ის გუნდში 2032 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
მადრიდში მიიჩნევენ, რომ ეს არის ე.წ შუალედური კონტრაქტი და თუ გიულერი ასე გააგრძელებს, 2029 წლის ბოლოს კიდევ ახალ კონტრაქტს მიიღებს, სადაც მისი ხელფასი უფრო გაზრდილი იქნება.
არაოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა ხელშეკრულების დეტალები გაცვალეს და პირობებზე შეთანხმდნენ.
- დღეს, 16:17
- 58
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




