ზიდანი:„დაპირისპირება მბაპესთან? ამაზე დიდი სისულელე ჯერ არ მომისმენია“
ზინედინ ზიდანმა მორიგ პრესკონფერენციაზე კილიან მბაპესთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა.
„ადამიანებს საუბარს ვერ ავუკრძალავ და ვერც აზრის გამოხატვას შევუზღუდავ, თუმცა კილიან მბაპეს და ჩემი დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია სრული სისულელეა. ამაზე დიდი სისულელე არც კი მომისმენია.“
„მბაპე ჩემი გუნდის უდავო ლიდერი და უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, მას მიკრო დაზიანება ჰქონდა, ახლა კი სრული დატვირთვით ვარჯიშობს და მომდევნო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.“
„რა თქმა უნდა, არანაირ დეტალებში არ შევალ, ეს ხომ სრული აბსურდია.“
- დღეს, 11:57
- 0
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




