ჟოზეს მეთოდმა გაამართლა, ტრავმიანობამ იკლო!

ფაქტია, რომ ჟოზე მოურინიოს ხელში მადრიდის „რეალის სამედიცინო შტაბი განსხვავებული მიმართულებით მუშაობს და ფეხბურთელებს ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემებიც ნაკლებად აქვთ.

აღსანიშნავია, რომ შარშან ანალოგიურ პერიოდში, სამეფო კლუბის ფეხბურთელებს 39 სხვადასხვა სახის დაზიანება ჰქონდათ მიღებული. იგულისხმება როგორც მიკროტრავმები, ასევე საშუალო და ძლიერი დაზიანებები.

როგორც ცნობილია, მოურინიო ფეხბურთელების ფიზიკურ კონდიციებთან დაკავშირებით განსხვავებულ მეთოდებს იყენებს და თითოეული მოთამაშის ფიზიკური მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია აქვს.

ამ ყველაფერს უკავშირდება როტაციებიც. სწორედ არსებული რესურსის სწორად ათვისებას და ფეხბურთელების დასვენების უფლების მიცემას უკავშირებს „განსაკუთრებული“ იმას, რომ ამ ეტაპზე გუნდში ტრავმიანობა არ არის.

ასევე არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც, „ბლანკოსი“ ფიზიკურად ყველაზე ძლიერი თებერვალი-მარტის შუალედში უნდა იყოს.

მოურინიოს მიდგომა უცვლელი დარჩება, გუნდი აითვისებს დიდ რესურსს, რომელიც დაცვის რგოლშია, იგივეს თქმა შეიძლება ნახევარდაცვასა და წინა ხაზზეც.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 15
2 მბაპე 13
3 იამალი 10
4 ზაბირი 9

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2026 (108)
ოქტომბერი 2026 (178)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)