„რეალი“ მარტინ სუბიმენდის მიუბრუნდა
ესპანური გამოცემების ცნობით, ლონდონის „არსენალი“ იანვარში მარტინ სუბიმენდის გაშვებას აპირებს და „რეალი“ ამ მოვლენებს აქტიურად აკვირდება.
ესპანელმა ნახევარმცველმა ამ სეზონში ის დონე ვერ აჩვენა, რაც მიკელ არტეტას სურს, რაც პირველ რიგში „არსენალის“ ტაქტიკურ ცვლილებებს და ნახევარდაცვის რგოლში უდიდეს კონკურენციას უკავშირდება.
სუბიმენდი ბურთის გამნაწილებელია, რაც „რეალში“ ყველაზე დიდი პრობლემაა.
ფლორენტინო პერესი მიიჩნევს, რომ მარტინი შანსს იმსახურებს, თანაც ის ესპანელია და შესანიშნავად იცნობს მადრიდს.
მარტინი წლების განმავლობაში იყო ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელიც, თუმცა ბოლოდროინდელმა ჩავარდნებმა ის ეროვნული ნაკრების შემადგენლობის მიღემაც დატოვა.
მადრიდული გამოცემების ცნობით, თავად ფეხბურთელს „ბლანკოსში“ თამაში სურს, დანარჩენს კი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ვიხილავთ.
- დღეს, 11:36
- 0
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




