რამონი:„„რეალთან“ შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მსურს“
ხაკობო რამონმა ესპანელ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა.
„ჩემთვის ეროვნული ნაკრების ღირსების დაცვა დიდი პრივილეგიაა, ამისთვის ბევრს ვიბრძოდი და მომავალშიც გავაგრძელებ ბრძოლას. „ფურია როხას“ ბევრი ნიჭიერი მცველი ჰყავს, შესაბამისად, გაგებით მოვეკიდები ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც ლუის დე ლა ფუენტე მიიღებს.“
„მადრიდის „რეალი“? დაბრუნებაზე არ ვფიქრობ. ამაზე ადრეც განვაცდე. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ და მივიჩნევ, რომ „კომოში“ საკუთარი თავი ვიპოვე. პროფესიონალი ფეხბურთელები შუა სეზონში სატრანსფერო ამბებზე არ საუბრობენ.“
„„ბლანკოსი“ ჩემი კლუბია, იქ გავიზარდე და რა თქმა უნდა, უდიდეს წარმატებას ვუსურვებ.“
„ვისურვებდი, „კომო“ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გავიდეს და მადრიდის „რეალს“ სწორედ იქ შევხვდეთ. დარწმუნებული ვარ, საოცარი ბრძოლა იქნება.“
„ჩემი კუმირი სერხიო რამოსი იყო, ყოველთვის ვცდილობდი მისგან მაგალითის აღებას.“
„ვინ მომწონს ყველაზე მეტად ახლა? ედერ მილიტაო, ის არანორმალურ სისწრაფეს ანვითარებს და საოცარ ფიზიკურ კონდიციებს ფლობს. სამწუხაროა, რომ ედერს მძიმე ტრავმები ჰქონდა, ამ ყველაფერმა მასზე ცუდად იმოქმედა.“
- დღეს, 11:35
- 0
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




