ჯუდ ბელინგემი:„ჩემი ოცნება 2027 წელს მართვის მოწმობის მიღებაა“
ჯუდ ბელინგემმა ინგლისის ნაკრებში ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„კლუბში ყველაფერი კარგად მიდის, ოქტომბერსა და ნოემბრის პირველ ნახევარში ყველა მატჩი მოვიგეთ. მსურს, რომ დაბრუნების შემდეგ, კვლავ განვაგრძოთ წარმატებული სერია.“
„მოურინიო? ის ძალიან მომთხოვნია, თითოეულ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას. ახლაც კი არ იყო ბოლომდე კმაყოფილი, რადგან ენთუზიასტია და იცის, რომ კიდევ უფრო მეტი შეუძლია.“
„ენდრიკი? ბრაზილიელს დიდი მომავალი აქვს. რა თქმა უნდა, უდიდესი კონკურენციის პირობებში, რთულია დაამტკიცო შენი შესაძლებლობები.“
„ჩემი ოცნება 2027 წელს? მართვის მოწმობის მიღება. დიახ, სწორედ ეს მსურს.“
„დარწმუნებული ვარ, ჩვენ შეგვიძლია, შობამდე ლა ლიგის ლიდერები გავხდეთ, ამისთვის ყველა მატჩის მოგება იქნება საჭირო და „რეალს“ ეს ამბიცია უნდა ჰქონდეს.“
- დღეს, 11:34
- 189
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


&format=webp)

