ესპი:„მბაპესგან ბევრ მაგალითს ვიღებ, მოურინიო კი საოცარი მწვრთნელია“

კარლოს ესპი ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებს ეხმარება. წინახაზელმა მედიის წარმომადგენლებთან ინტერვიუში საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

„მადრიდის „რეალში“ გადასვლა ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ მუდმივად სასტარტო შემადგენლობაში ვერ ვიასპარეზებდი, მაგრამ როდესაც ამხელა კლუბი კონტრაქტს გთავაზობ, ბოლომდე უნდა დაიხარჯო.“

„ჟოზე მოურინიოს თითოეულ ფეხბურთელთან საოცარი ურთიერთობა აქვს, ის ახლო მეგობრობაში შემოდის ყველასთან, თუმცა ასევე ხაზგასასმელია, რომ ძალიან მკაცრი და მომთხოვნი სპეციალისტია.“

„მბაპე? მისგან ბევრ მაგალითს ვიღებ, განსაკუთრებით ეს საბოლოო დარტყმას ეხება. ჩვენ ერთმანეთისგან განსხვავებული ფორვარდები ვართ, თუმცა ვცდილობ, კილიანის საშემსრულებლო ოსტატობა ჩემთვის სანიმუშო იყოს.“

„რა არის ჩემი მიზანი? ძალიან ბევრი შრომის შედეგად „რეალის“ სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება. ეს რთული გზაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჯანსაღი ამბიცია მაქვს.“


1

5 hours above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 064

ძაან დიდი პოტენციალი აქვს და მეტისმეტად დიდ დროს ატარებს სკამზე. გაცილებით მეტი დრო უნდა მისცენ წესით ამას

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 15
2 მბაპე 12
3 იამალი 10
4 ზაბირი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2026 (98)
ოქტომბერი 2026 (178)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)