კუკურეია:„„რეალი“ დღეს საუკეთესო გუნდია“
მარკ კუკურეიამ ესპანეთის ნაკრებში ინტერვიუ ჩაწერა, სადაც არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.
„მადრიდის „რეალი“ საოცარ ფორმაშია. მივიჩნევ, რომ ახლა ყველაზე ძლიერები ვართ, ეს არის საუკეთესო გუნდი.“
„ყველაზე ძლიერი მოთამაშე? ალბათ თქვენ გგონიათ, რომ გეტყვით მბაპეზე, ბელინგემზე ან კურტუაზე, მაგრამ მე შემიძლია დაგისახელოთ არდა გიულერი. როდესაც თურქი მოედანზეა, სამეფო კლუბი განსხვავებული ხარისხის ფეხბურთსს თამაშობს.“
„ვინისიუსის ფორმა? დარწმუნებული ვარ, ბრაზილიელი მოთამაშე მალე ფორმის პიკზე დაბრუნდება. ის, რასაც ვინი ბოლო 5-6 წელიწადში აკეთებდა, სრულიად წარმოუდგენელი იყო და მჯერა, რომ ძალიან მალე სულ სხვა დონეს აჩვენებს.“
„როდესაც „ჩელსიში“ გადავედი, ჩემი პირველი 6 თვე კატასტროფული იყო, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.“
„„ელ კლასიკოს“ წინ და შემდეგ ლამინ იამალთან არ მისაუბრია. სიმშვიდეს ვინარჩუნებდი და ვხვდებოდი, რომ ჩემი მეტოქე ძალიან მწვავე წინახაზელი გახლდათ.“
„დიომანდე დაცვაში მეხმარება? ის ბრწყინვალე ბიჭია, რომელიც მოედნის ყველა წერტილში ჩანს. დარწმუნებული ვარ, იანი ბევრს მიაღწევს.“
„არ მიყვარს დიომანდეს და ვინის შედარება, ეს უკანასკნელი უკვე შემდგარი ვარსკვლაავია, იანი კი ახლა იკვალავს გზას.
„ჟოზე მოურინიოსთან მუშაობა მსიამოვნებს. პორტუგალიელ სპეციალისტს აქვს განსაკუთრებული უნარები, ყოველთვის ითხოვს გუნდის ერთიანობას და გამარჯვებული მენტალიტეტი აქვს.“
- დღეს, 11:08
- 237
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




