პატო:”მადრიდელების დამარცხება შეგვიძლია”
დღეს ”მილანის” ბრაზილიელმა ფორვარდმა ალეშანდრო პატომ ისაუბრა ”რეალის” შესახებ და განაცხადა, რომ ”მილანს” შეუძლია ”ბერნაბეუზე” გამარჯვება.
ალეშანდრო პატო:”საყოველთაო ყურადღების ცენტრშია ჩვენი მომდევნო მატჩი მადრიდელებთან. ალბათ ხალხი თვლის, რომ ამ თამაშში ფავორიტი ”სამეფო” კლუბია, მაგრამ მე და ჩემი თანაგუნდელები ასე არ ვფიქრობთ. გუნდი თანდათანობით შედის სასურველ ფორმაში და ახერხებს თამაშების მოგებას მაღალ დონეზე”.
”მასიმილეანო გვავარჯიშებს ძალიან კარგად და თითოეული ფეხბურთელისგან მოითხოვს მაქსიმუმს. ჩვენ გვაწყობს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება, თუმცა ამის გაკეთება ”ბლანკოსთან” იოლი ნამდვილად არ იქნება და ამაში ალბათ ყველა დამეთანხმება”.
”მე ესპანური კლუბის მიმართ სიმპატიებით ვარ განწყობილი, რადგან იქ თამაშობს ჩემი მეგობარი და ყოფილი თანაგუნდელი რიკარდო კაკა. მოურინიოს ტაქტიკა კი ნამდვილად გამორჩეულია ყველასგან და ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება, თუმცა პორტუგალიელს არაფრით ჩამოუვარდება მასიმილეანო ალეგრი”. - განაცხადა ”მილანის” ბრაზილიელმა ფორვარდმა.
სტატიის ავტორი: giorgi akhobadze
- 17 ოქტომბერი 2010
- 1 558
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.