ზიდანი:„მბაპე ძალიან ძლიერია, ის ყველგან თანაბარი ეფექტურობით თამაშობს“

ზინედინ ზიდანმა გუშინ საფრანგეთის ნაკრების განაცხადი დაასახელა, სადაც „რეალის“ 4 ფეხბურთელი მოხვდა. ლეგენდამ „ბლანკოსის“ ფეხბურთელებზე დაწვრილებით ისაუბრა.

„დიახ, 4 მადრიდისტა გამოვიძახე, რადგან ოთხივე ბრწყინვალე ფორმაშია და მიხარია, რომ ამის შესაძლებლობა მაქვს.“

„ედუარდო კამავინგას პროგრესი აშკარა და თვალნათლივია, მან პირველი სანაკრებო პაუზის შემდეგ ძალიან მოუმატა და „რეალში“ გაცილებით მეტი სათამაშო დროც მიიღო.“

„ჩუამენი ბრუნდება, მისი ტრავმა წარსულს ჩაბარდა, გუნდური ბალანსისთვის ორელიანი ხშირად თამაშობს გადამწყვეტ როლს.“

„კონატე სტაბილურად კარგი მცველია და ის ჩვენს ნაკრებს სჭირდება. იბუ ბერნაბეუზე რეგულარულ დროს იღებს.“

„მბაპე? სადაც არ უნდა ითამაშოს კილიანმა, ყველგან თანაბარი ეფექტურობით გამოირჩევა. არ ვიცი, სად გამოვიყენებ მას და რა პოზიცია ექნება თავად, თუმცა მჯერა, რომ წინახაზელი ეროვნულ ნაკრებს დიდ დახმარებას გაუწევს.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 15
2 მბაპე 12
3 იამალი 10
4 ზაბირი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2026 (75)
ოქტომბერი 2026 (178)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)