ჯეი ჯეი გაბრიელის აგენტი მადრიდშია
ახალგაზრდა ტალანტია, ჯეი ჯეი გაბრიელის „რეალში“ ტრანსფერი გადაწყვეტილია. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს საბოლოო დეტალების დაზუსტება.
აღსანიშნავია, რომ 16 წლის ინგლისელის აგენტი და ოჯახის წევრი მადრიდში იმყოფებიან და საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით კონსულტაციებს გადიან.
ასევე უკვე ცნობილია, რომ მადრიდის „რეალი“ თავად უზრუნველყოფს ჯეი ჯეის საცხოვრებელ სახლს, სადაც მისი ოჯახის წევრებიც იცხოვრებენ.
გამომდინარე გაბრიელის ასაკიდან, ის კასტილიაში ჩაირიცხება, თუმცა მთავარ გუნდთან ერთად ივარჯიშებს და მოურინიოს გეგმით, ამ სეზონშივე დასრულდება მისი მთავარ გუნდში ინტეგრაციაც.
ჯეი ჯეის ტრანსფერს „მერენგები“ ისტორიულ შეთანხმებას უწოდებენ, რადგან ამ მოთამაშეს არნახული პოტენციალი აქვს და ყველასგან გამორჩეულ ტალანტად ითვლება.
- დღეს, 15:03
- 0
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




