„ვალენსიასთან“ მატჩისთვის მზადება დასრულდა
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მზადება დაასრულეს.
ჟოზე მოურინიომ სესიაზე დიდი ყურადღება დაუთმო ფიზიკურ კონდიციებს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს, ტაქტიკურ მონახაზებს და სწრაფ შეტევებს.
სესია გამოტოვა ვინისიუს ჟუნიორმა, რომელიც კომერციული შეთანხმების ფარგლებში, კლუბის ნებართვით დუბაიში გაემგზავრა.
როდრიგო გოეში და რაულ ასენსიო აღდგენით პროცესს აგრძელებენ.
შეგახსენებთ, „რეალი“ „მესტალიას“ ხვალ, 7 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე ეწვევა.
- დღეს, 15:37
- 7
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



