მოურინიო:„ვერცერთი ფეხბურთელის ინტერესი ვერ დადგება გუნდზე მაღლა“

ჟოზე მოურინიომ „ვალენსიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ ათენიდან ხუთშაბათს, გამთენიას დავბრუნდით, ფეხბურთელებს ნორმალური ძილის საშუალებაც არ მიეცათ. გუშინვე გავმართეთ აღდგენითი ვარჯიში, დღეს კი დასკვნითი სესია ჩავატარეთ.“

„ვერ გეტყვით, რომ ეს სრულფასოვანი აღდგენა იყო, მაგრამ რაც გავაკეთეთ, კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელებმა გამოწვევას პროფესიონალურად უპასუხეს.“

„„მესტალიაზე“ ვიზიტი მარტივი არასადროს არის, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ურთულესი კვირა კიდევ ერთი გამარჯვებით დავასრულოთ და აქტივში 3 ქულა ჩავიწეროთ.“

„კრიშტიანო რონალდუ? მე მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ლეგენდამ პორტუგალიის ნაკრებში საოცარი ეპოქა შექმნა და წარმატებებს ვუსურვებ.“

„რონალდუს მწვრთნელობა? ვფიქრობ, ახლა ამაზე საუბარი ნაადრევია, მან მხოლოდ სანაკრებო კარიერა დაასრულა.“

„ფედერიკო ვალვერდე თანაგუნდელებისთვის სამაგალითო პიროვნებაა. მიხარია, რომ „რეალს“ ასეთი ღირსეული კაპიტანი ჰყავს.“

„ხვალინდელ შეხვედრას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. „რეალში“ მუშაობის პირველ ეტაპზე „მესტალიას“ არაერთხელ ვესტუმრე და ამ სტადიონს ძალიან კარგად ვიცნობ.“

„როტაცია? ჩემპიონთა ლიგაზე რუდიგერმა და მილიტაომ ითამაშეს, ახლა დაცვის ხაზში კონატე-ჰაუსენის დუეტის დრო დგება, მათ დაისვენებს და კარგად არის მომზადებულები.“

„„ატლეტიკოს“ და „ბარსელონას“ დაპირისპირება? მე მსურს, რომ ორივემ წააგოს, მაგრამ ეს ფიზიკურად ვერ მოხდება. არ ვიცი, ალბათ ყველაზე მეტად იმ შემთხვევაში ვიხეირებთ, თუ გუნდები ქულებს გაინაწილებენ. ჩვენ „მესტალიაზე“ უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები და მაქსიმუმი გავაკეთოთ 3 ქულის მოსაპოვებლად.“

„უნდა შეჩერებულიყო თუ არა ხესუს დე მიგელის ხსოვნის საპატივსაცემოდ ესპანური ლიგების ტურები? არ ვიცი, ამაზე ვერანაირ პასუხს ვერ გაგცემთ. არ ვიცი, როგორ ერჩივნობოდა მას, ტური შეჩერებულიყო, თუ ჩატარებულიყო და თითოეულ მოთამაშეს პატივი მიეგო მისთვის.“

„არდა გიულერმა საბერძნეთში არ ითამაშა, რადგან ის ძალიან გადატვირთული იყო და დასვენებას საჭიროებდა.“

„მწვრთნელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ფეხბურთელებმა თავიანთი შესაძლებლობების პიკს მიაღწიონ. მან უნდა გამოსცადოს სხვადასხვა ტაქტიკური მიდგომა და შეიმუშაოს ინდივიდუალური განვითარების სტრატეგიები.~

„სუსტი მოთამაშე ყოველთვის სუსტად დარჩება, ხოლო კარგ მოთამაშესაც შეიძლება ჰქონდეს ჩავარდნები. შესაბამისად, ვინისიუს ჟუნიორის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი მნიშვნელოვნად არ მიმაჩნია.“

რაც შეეხება ვინისიუსის თამაშს ათენში.  ის არ ყოფილა გამორჩეულად კარგი, მაგრამ არც ცუდი. ითამაშა ისე, როგორც მთელმა გუნდმა. ის განაგრძობს თავდაუზოგავ შრომას, ხოლო როდესაც გადასაწყვეტი იქნება, თუ ვინ ითამაშებს, გუნდის ინტერესები ყოველთვის ინდივიდუალურ ინტერესებზე მაღლა დადგება.“

„სანაკრებო პაუზაზე არ ვღელავ, ახლა ჩემი საზრუნავი მხოლოდ „ვალენსიასთან“ დაპირისპირებაა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნაკრებებიდან დაბრუნებულმა ფეხბურთელებმა საკლუბო სეზონის განახლებისთანავე ეფექტური თამაში აჩვენონ.“


1

1 hour above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 061

მგონი მინიშნება იყო, ვინი თუ ვერ იდგება მოწოდების სიმაღლეზე, სკამზე დაჯდება და მარცნიდან დიომანდე შეუტევსო


2

12 minutes above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 513

ვინის წააკითხეთ დიდი შრიფტით

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 15
2 მბაპე 12
3 იამალი 10
4 ზაბირი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2026 (67)
ოქტომბერი 2026 (178)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)