მიატოვიჩი:„ვინის ძალიან უჭირს, ბელინგემი კი საუკეთესოა“
ფრედრაგ მიატოვიჩმა „აეკისა“ და „რეალის“ მატჩის შემდეგ საკუთარი ანალიზი შემოგვთავაზა.
„ჩვენ ვხედავთ გუნდს, რომელსაც აქვს ბრძოლის უნარი, მაგრამ არ მივიჩნევ, რომ ყოველთვის ყველაფერი ბოლო წუთზე უნდა წყდებოდეს.“
„„რეალის“ შემადგენლობა ძალიან ღრმაა და „აეკთან“ „ქამბექი“ საჭირო არ უნდა იყოს.“
„მე ვფიქრობ, რომ სამეფო კლუბს აკლდა მონდომება და მეტისმეტად მწირი რესურსით ცდილობდა გამარჯვების მოპოვებას, შემდეგ კი ჟოზე მიხვდა, რომ დამატებითი ძალისხმევის გარეშე შედეგი ვერ დაიდებოდა.“
„ვინისიუსს ძალიან უჭირს, ის უნდა მოეშვას და ფსიქოლოგიურად განიმუხტოს. ყველამ კარგად ვიცით, რა შეუძლია ბრაზილიელს ვარსკვლავს მოედანზე.“
„ჯუდ ბელინგემი საუკეთესოა, ის ყველასგან გამოირჩევა და ულამაზესი მანევრირებით გვანებივრებს.“
„დიომანდე? ახალგაზრდა შემტევს ბრწყინვალე სტარტი აქვს და დარწმუნებული ვარ, დროის გასვლასთან ერთად კიდევ უფრო განვითარდება.“
- დღეს, 11:44
- 33
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




