რონსერო:„საოცარია, როგორ რეაგირებს გუნდი, როდესაც მარცხდება“
ტომას რონსერომ „აეკისა“ და „რეალის“ დაპირისპირება გააანალიზა.
„მიხარია, რომ „რეალმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ეს არის მებრძოლი გუნდი, რომელმაც რესურსი ბოლომდე არ გამოიყენა და ისე მოახერხა გამარჯვება.“
„მესმის, რატომ მოიქცა ჟოზე მოურინიო ასე. 6 დღის შუალედში 3 გასვლითი მატჩის ჩატარება მარტივი არ არის, სწორედ ამიტომ, პორტუგალიელმა სპეციალისტმა რესურსი სწორად უნდა გადაანაწილოს.“
„არდა გიულერმა და ჩუამენიმ დაისვენეს, ისინი მადრიდში დარჩნენ და დარწმუნებული ვარ, „ვალენსიასთან“ შეხვედრას მოწოდების სიმაღლეზე შეხვდებიან, ასევე დასვენების საშუალება მიეცათ იბუ კონატეს და ჰაუსენს.“
„B გუნდი? არ ვფიქრობ, რომ ასე იყო, თუმცა როტაცია ნამდვილად ვიხილეთ.“
„ჩემპიონთა ლიგაზე 12 ქულა შესანიშნავი შედეგია, შემდეგი გაჩერება კი ბერნაბეუა, სადაც „ბლანკოსი“ „პსვ“-ს მიიღებს.“
„სიმართლე გითხრათ, ჩემს განსაკუთრებულ ინტერესს „არსენალის“ და „ბლანკოსის“ დაპირისპირება იწვევს. მინდა, რომ „რეალი“ ლონდონში აგებდეს, შემდეგ კი გაათანაბროს და ბოლო წუთზე გადამწყვეტი, გამარჯვების გოლი გაიტანოს, ეს ძალიან მახარებს.“
„ჟოზე მოურინიოს გუნდის ნამდვილი გამოცდა სწორედ არტეტას გუნდთან შედგება, ამ მატჩს მოუთმენლად ველი.“
- დღეს, 11:18
- 62
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




