ფედე:„ასეთი გოლები დიდ სიამოვნებას მანიჭებს“

ფედერიკო ვალვერდემ „აეკთან“ მატჩის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

„ძალიან დაძაბული და რთული მატჩი იყო, ზუსტად ისეთი, როგორსაც ველოდით. ​​მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობას ვფლობდით, თუმცა საგოლე მომენტების შექმნა და გატანა გვიჭირდა. გუნდს ქება ეკუთვნის გაწეული ძალისხმევისა და შრომისთვის, ეს ტემპი უნდა შევინარჩუნოთ.“

„გაშვებულმა გოლმა გავლენა მოახდინა ჩვენზე, მაგრამ გუნდმა არ უღალატა არჩეულ სათამაშო სტილსა და იმ სამუშაოს, რომელიც კვირის განმავლობაში შევასრულეთ. გოლის შემდეგ თამაშზე კონტროლი დავიბრუნეთ და რიტმი აღვიდგინეთ.“

„ გოლის გაშვების შემდეგ ყოველთვის რთულია გაგრძელება, თუმცა გონს მალევე მოვეგეთ  და ისეთივე შემართება გამოვავლინეთ, როგორიც ბოლო მატჩებში. ძალიან მიხარია, რომ გუნდი არასდროს ნებდება და ბრძოლისუნარიანია.“

„ეს გუნდი ბრძოლას არასდროს წყვეტს. მჯეროდა, რომ ეს დარტყმა გოლით დასრულდებოდა და სწორედ ამიტომ გავბედე. მიხარია და ბედნიერი ვარ, მსგავსი სახის მომენტები დიდ სიამოვნებას მანიჭებს.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 15
2 მბაპე 12
3 იამალი 10
4 ზაბირი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2026 (58)
ოქტომბერი 2026 (178)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)