კურტუა:„გუნდის რეაქცია 2:1-ის შემდეგ შესანიშნავი იყო“
ტიბო კურტუამ ბერძნული ვოიაჟის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„გუნდმა კიდევ ერთხელ აჩვენა მაქსიმალური კონცენტრაცია და არ დანებდა. 2:1-ის შემდეგ რეაქცია შესანიშნავი იყო, მაშინვე გავათანაბრეთ ანგარიში და ვიგრძენით, რომ გამარჯვება შეგვეძლო.“
„კალენდარი მეტისმეტად ინტენსიურია. სწორედ ამიტომ ჟოზე მოურინიომ რამდენიმე ფეხბურთელის დასვენება გადაწყვიტა.“
„ფაქტია, რომ შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა გუნდის დინამიკა შეცვალეს, უფრო სწრაფები გავხდით, რაც აისახა ტაბლოზეც.“
„მაღალი კლასის ფეხბურთელები გვყავს, რომელთა საშემსრულებლო ოსტატობა საოცარია, ამ ყველაფერზე ის ლამაზი გოლებიც მეტყველებს, რომელიც ფედე ვალვერდემ და ჯუდ ბელიგემმა გაიტანეს.“
„ვულოცავ ედერ მილიტაოს, მან მოედანზე 90 წუთი გაატარა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა უმძიმესი ტრავმა დაამარცხა და კვლავ ფორმაშია, რაც უდიდესი შრომის შედეგია.“
- დღეს, 11:15
- 117
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



