მოურინიო:„„აეკმა“ გამორჩეულად კარგად იასპარეზა“

ჟოზე მოურინიომ „აეკის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„კმაყოფილი ვარ 3 ქულით, გამარჯვებით და თავდადებით. გუნდმა კიდევ ერთხელ აჩვენა მებრძოლი ხასიათი. ჩვენ ორჯერ ვაგებდით, მაგრამ მაინც არ დავნებდით და საბოლოო ჯამში გავიმარჯვეთ ქვეყანაში, სადაც მოგება მარტივი არ არის.“

„„აეკმა“ გამორჩეულად კარგი ფეხბურთი ითამაშა. ამ გუნდს დიდი პერსპექტივა აქვს და არაერთ გამოცდილ ფეხბურთელს აერთიანებს.“

„ბერძნები ძალიან ორგანიზებულები იყვნენ, მაღალ პრესინგს ახორციელებდნენ, ბევრს მოძრაობდნენ და საბოლოო ჯამში, მიზნად 3 ქულის მოპოვება ჰქონდათ დასახული.“

„საბოლოო ჯამში გაიმარჯვა გუნდმა, რომელმაც მეტი ენერგია შეინარჩუნა და მაღალი ინდივიდუალური ოსტატობა ჰქონდა.“

„მაწუხებს ის ფაქტი, რომ ზოგიერთი მოთამაშე სათანადო დროს ვერ იღებს. მაგალითად შემიძლია ენდრიკი დავასახელო. ბრაზილიელი მოედანზე შედის და ყოველთვის ამწვავებს სიტუაციას, ის ძალიან მოქნილი, სწრაფი და შედეგზე ორიენტირებული ფორვარდია. დარწმუნებული ვარ, მომავალში მომეცემა საშუალება იმისა, რომ ფელიპეს მეტი დრო მივცე და თავის გამოჩენა შეძლოს.“

„ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე სტაბილური გამოსვლა უნდა გავაგრძელოთ, წინ კიდევ 4 მატჩია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საუკეთესო 8 გუნდში მოსახვედრად, რაც დამატებით 2 მატჩს აგვარიდებს და ენერგიას დაგვაზოგინებს.“

„ვინის არაფერი დაუშავებია, ის ყველა მომენტში სტაბილური იყო და კრიტიკას არ იმსახურებს. . დიომანდე „რეალ მადრიდში“ მოვიდა, როგორც მოთამაშე, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ ფლანგზე ითამაშოს და არ არის შეზღუდული მხოლოდ ერთი მხარით. დიომანდესთვის ამას აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მას განსხვავებული თვისებები აქვს, თუმცა მარჯვენა თუ მარცხენა ფლანგზე თამაში მისთვის არაფერს ცვლის. ვინიმ საკმაოდ მყარი თამაში აჩვენა/  შესაძლოა, არა გამორჩეული, მაგრამ, მეორე მხრივ, არც მთლიანად გუნდის თამაში ყოფილა გამორჩეული. ეს იყო რთული და სერიოზული მატჩი, რომლის კონტექსტშიც ვინისიუსმა ძალიან კარგად ითამაშა. ბუნებრივია, როდესაც ისეთ მატჩში ვაკეთებ ცვლილებებს, სადაც შედეგი ჯერ კიდევ გაურკვეველია, ანგარიშსაც ვითვალისწინებ.“

„ჯუდ ბელინგემი უნიკალური მოთამაშეა. მე არ ვიცნობ სხვა ფეხბურთელს, რომელსაც ნახევარდაცვაში მის სტილში ასპარეზობა შეუძლია. ინგლისელს აქვს თვისებები, რომელიც ყველას აღაფრთოვანებს, მისი მანევრირება და საშემსრულებლო ოსტატობა მართლაც თვალშისაცემია. ჩემი მოსვლის დღიდან აღვნიშნავ, რომ ჯუდი საოცარია და მჯერა, რომ ის საფეხბურთო მწვერვალების დაპყრობას აუცილებლად მოახერხებს.“

„კალენდარი საკმაოდ რთულია, ახლა ჩვენ დასვენების დრო ფაქტობრივად არ გვაქვს და „ვალენსიასთან“ შეხვედრაზე უნდა გადავერთოთ, რომელიც შაბათს არის ჩანიშნული.“

„მაქსიმალურად ვეცდებით, ლა ლიგაში მორიგი 3 ქულა ჩავიწეროთ აქტივში, შემდეგ კი სანაკრებო პაუზის დრო დადგება, სადაც „რეალის“ არაერთი ფეხბურთელი გაემგზავრება.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 15
2 მბაპე 12
3 იამალი 10
4 ზაბირი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2026 (56)
ოქტომბერი 2026 (178)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)