მოურინიო:„შეტევაში დიდი რესურსი გვაქვს“
ჟოზე მოურინიომ „აეკთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
„ეს იქნება სერიოზული მატჩი, სადაც მნიშვნელოვანი 3 ქულა თამაშდება. „რეალს“ ბევრი ფავორიტად აღიქვამს და ასეც არის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საბერძნეთში თამაში მარტივი არასდროს არის. ჩვენ მაქსიმალური კონცენტრაცია გვჭირდება, რათა მადრიდში გამარჯვებულები დავბრუნდეთ.“
„ხესუს დე მიგელი? ეს არის საფეხბურთო სამყაროს შოკი. ძალიან ვწუხვარ და მიჭირს საუბარი ამ ტრაგედიაზე.“
„„რომასთან“ შეხვედრა გარდამტეხი აღმოჩნდა? არ ვიცი, საკმაოდ კარგი ფსიქოლოგიური მუხტი მივიღეთ, მაგრამ წინა მატჩებში დაფიქსირებულ შედეგებს არა მუხტს, არამედ იმ დიდ სამუშაოს მივაწერ, რომელიც თითოეულმა ფეხბურთელმა გასწია.“
„რა თქმა უნდა, ვოცნებობ მადრიდის „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე. ეს იქნება ჩემი მესამე კლუბი, რომლითაც ამას გავაკეთებ, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი ალბათ რთულია.“
„მე ვერ შევადარებ ამ ფეხბურთელებს წინა ეპოქის ფეხბურთელებს. აქ დიდი ხნის წინ ვმუშაობდი, სრულიად სხვა მიდგომები იყო, ფეხბურთშიც განსხვავებული ტენდენციები იკვეთებოდა. ძალიან არასწორი და არაპროფესიონალური იქნებოდა მსგავსი შედარებების გაკეთება.“
„ვინი? ის დაბრუნდა და „აეკის“ წინააღმდეგ გუნდს დაეხმარება.“
„ფედე ვალვერდეს გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ის კაპიტანია და რა თქმა უნდა, განსხვავებული თვისებებით გამოირჩევა. ურუგვაელის პასუხისმგებლობა განსხვავდება თანაგუნდელებისგან.“
„ვინი, მბაპე და დიომანდე ერთად? თავისუფლად შესაძლებელია, ვინაიდან იანი ორივე ფლანგზე ეფექტურად ასპარეზობა, მაგრამ მე ასევე მყავს ენდრიკი და ბრაჰიმი. ბრაზილიელი თანაბრად სახიფათოა, როგორც ცენტრ ფორვარდად, ასევე მარჯვენა ვინგერად. ვინი ის ყველაზე სახიფათო მარცხენა ფლანგზეა.“
- დღეს, 10:14
- 0
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



