კამავინგა:„სასტარტოში თამაშზე მაქვს პრეტენზია“

ედუარდო კამავინგამ „აეკის“ წინ პრესკონფერენცია გამართა.

„პირველ რიგში მსურს შევეხო ხესუს და მიგელის ტრაგედიას და გამოვუცხადო ჩემი სოლიდარობა მის ოჯახს, ეს საშინელებაა.“

„თითოეული დაპირისპირება გახლავთ ჩვენი პირადი ამბავი, რომელსაც უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ. „ბლანკოსი“ სწორ რელსებზე დგას. სანაკრებო პაუზის შემდეგ უდიდესი პროგრესი ვაჩვენეთ, მატჩები მოვიგეთ და მდგომარეობა გავიუმჯობესეთ, როგორც ლა ლიგის ცხრილში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე.“

„ბერნარდუ? ის ძალიან გამოცდილია და ნახევარმცველებს სწორ რჩევებს აძლევს. როდესაც პორტუგალიელი მოთამაშე მოედანზეა, შეტევების წამოწყება და ბალანსი ყოველთვის უფრო მარტივი ხდება.“

„ვინი მადრიდისტაა, ის ბავშვობიდან ასეა. ვერ წარმოვიდგენ, რომ შესაძლოა დადგეს დრო, როდესაც ის წასვლას დააპირებს. ბრაზილიელი უმაღლესი კლასის შემტევია და მალე ძალიან დიდი ემოციით დაბრუნდება.“

„ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი და ვცდილობდი, რომ პრესეზონს მოწოდების სიმაღლეზე შევხვედროდი, ეს მოურინიომაც დაინახა. ჩემი სათამაშო დრო ეტაპობრივად გაიზარდა. ზოგადად რთული პერიოდი მქონდა, მაგრამ ზოგადად სირთულეები ყოველთვის გვაძლევს მეტ გამოცდილებას.“

„ახლა გაცილებით მეტს ვვარჯიშობ, ვიდრე ადრე და ეს ჩემს ფიზიკურ კონდიციაზეც აისახა. პროგრესი აშკარაა, რაც ძალიან მაბედნიერებს.“

„რა თქმა უნდა, მაქვს პრეტენზია, ვიყო სამეფო კლუბის სასტარტო შემადგენლობის მოთამაშე.“

„მოურინიო მდიდარი ისტორიისა და წარსულის მქონე მწვრთნელია, მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. გარდა იმისა, რომ პორტუგალიელი განსაკუთრებით მომთხოვნია, ის დიდ ყურადღებას იჩენს მოთამაშეების მიმართ.“


1

56 minutes above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 054

მართლა მაგრა მოუმატა, უფრო ჯირკვი გახდა, ფიზიკურად ეტყობა რომ ბევრად ძლიერია, სისწრაფეშიც კაია. მეტი დრო უნდა მიიღოს და დღესაც ალბათ სასტარტოში იქნება, პრესკონფერენციაზე არ წაიყვანდა სკამზე რომ სვავდეს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 15
2 მბაპე 12
3 იამალი 10
4 ზაბირი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2026 (40)
ოქტომბერი 2026 (178)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)