კასილასი ასტურიის პრინცია
ესპანეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის რეალის კაპიტანმა იკერ კასილასმა მიიღო ასტურიელი პრინცის წოდება.
კასილასი ოფიციალურად ამ წოდებას ხუთშაბათს მიიღებს. ჟოზე მოურინიოს სურს რომ იკერ კასილასმა რასინგთან ითამაშოს და არ უნდა რომ თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე იგი მადრიდიდან გავიდეს, მაგრამ ფლორენტინო პერესი ესაუბრა პორტუგალილელს და ჟოზემაც დათმო...
ამ ყველაფერთან დაკავშირებით ხორხე ვალდანომ კომენტარი გააკეთა : "ეს წოდება უდიდესი რამ გახლავთ, რომელიც იკერ კასილასმა მიიღო. რაც შეეხება მის გაშვებას რასინგთან მატჩამდე, ფლორენტინო ელაპარაკა ჟოზეს და აუხსნა ყველაფერი, მოუმ იცის ამ წოდების არსი და მნიშვნელობა , ასე რომ იკერს აღარავინ აბრკოლებს."
მადრიდელი კიპერი, იმგზავრებს პრეზიდენტთან ერთად და შეეცდება მალევე დაბრუნდეს მადრიდში რათა მოეზადოს სანტანდერელებთან მატჩისთვის.
ინფორმაციის წყარო : RealMadrid.Com
სტატიის ავტორი : CampO
- 17 ოქტომბერი 2010
- 1 839
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.