„რეალი“ მასტანტუონოს პროგრესს აკვირდება
ფრანკო მასტანტუონომ „ფიორენტინაში“ საკუთარი თავი იპოვა.
ფლორენციულ კლუბში გადასვლის შემდეგ, არგენტინელი ფეხბურთელი სულ სხვა დონის თამაშს გვთავაზობს და „ფიორეს“ უდავო ლიდერადაც ითვლება.
მასტანტუონოს მარგი ქმედების კოეფიციენტი კვირიდან კვირამდე, მატჩიდან მატჩამდე იმატებს, რაც სამეფო კლუბის თვალთახედვის არეალშიც არის მოქცეული.
მადრიდში მიიჩნევენ, რომ სამხრეთ-ამერიკელის გაშვება სწორი გადაწყვეტილება იყო და ის ბერნაბეუზე მალე დაბრუნდება.
თუ ფრანკო ასე გააგრძელებს, „რეალი“ მის დაბრუნებაზე მომდევნო ზაფხულს იფიქრებს, თუმცა მუშავდება მეორე ვარიანტიც, რომელიც მოთამაშისთვის უფრო მეტი დროის მიცემას და ბერნაბეუზე 2028 წელს დაბრუნებას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში 19 წლის მასტანტუონომ „ფიორენტინაში“ 12 მატჩი ჩაატარა, აქედან 10 სერია A-ში, 2 კი იტალიის თასზე. მის ანგარიშზე 4 გატანილი გოლია.
ფრანკომ საერთო წუთების 88% აითვისა.
- დღეს, 12:38
- 0
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




