რამოსის „ხეტაფეში“ ტრანსფერი საბოლოოდ ჩავარდა
ჯერ კიდევ 2 კვირის წინ ესპანური გამოცემები იუწყებოდნენ, რომ სერხიო რამოსის ძმა „ხეტაფეს“ პრეზიდენტს შეხვდა და ლეგენდარული ფეხბურთელის 1 წლიან კონტრაქტზე ჰქონდა მოლაპარაკებები, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
ესპანური გამოცემები ახლა ერთხმად აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები ჩაშლილია და „რეალის“ ლეგენდარული ფეხბურთელი „ხეტაფეს“ ღირსებას არ დაიცავს.
მიზეზები, რის გამოც, სერხიო კიდევ ერთ მადრიდულ კლუბში არ გადავიდა, ცნობილი არ არის.
ასევე ვრცელდებოდა ჭორები იმის შესახებ, რომ რამოსის დაყოლიებას მისი ყოფილი თანაგუნდელი, დანი კარვახალიც ცდილობდა.
- დღეს, 12:36
- 0
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




