ვალდანო:„ვინის მოუწევს ბრძოლა, დაიკავოს ადგილი, რომელიც დაკარგა“
ხორხე ვალდანომ ვინისიუს ჟუნიორის ირგვლივ ისაუბრა და ბრაზილიელს წარმატებები უსურვა.
„ჩემპიონთა ლიგის მატჩი ბრწყინვალე შესაძლებლობაა ვინისიუს ჟუნიორისთვის, რომელიც ჟოზე მოურინიოსგან აუცილებლად მიიღებს სათამაშო დროს.“
„ბრაზილიელის დისკვალიფიკაციის პირობებში, იან დიომანდემ აჩვენა, რომ არნახული პოტენციალი აქვს და საოცარ საშემსრულებლო ოსტატობას ფლობს.“
„ვინის მოუწევს ბრძოლა, დაიკავოს ადგილი, რომელიც დაკარგა, ეს კი მარტივი სულაც არ იქნება.“
„მე დარწმუნებული ვარ შესაძლებლობებში, რომელიც ვინის აქვს, ის ამას წლების მანძილზე ამტკიცებდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ სეზონში დიომანდეს მარგი ქმედების კოეფიციენტი გაცილებით მაღალია, რასაც მთავარი მწვრთნელიც კარგად ხედავს.“
- 3 ნოემბერი 2026
- 968
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




