რონსერო:„„რეალი“ ბრწყინვალეა“
ტომას რონსერომ მადრიდის „რეალის“ მიმდინარე მდგომარეობა შეაფასა.
„ფაქტია, რომ „კამპ ნოუზე“ გამარჯვების შემდეგ გუნდი ეიფორიაში არ ჩავარდა, სანტანდერში პრაგმატულად ითამაშა და ძალების მინიმალური დანახარჯით შეძლო სოლიდური გამარჯვების მოპოვება.“
„არ ვიცი, რა დონემდე მივა იან დიომანდე, მაგრამ ფაქტია, რომ საოცარ პროგრესს აჩვენებს.“
„ნახევარდაცვის რგოლში ბერნარდუ სილვა განსაკუთრებულ როლს თამაშობს. ვფიქრობ, ის სასტარტო შემადგენლობაში ასპარეზობას იმსახურებს და მომდევნო მატჩებში ასეც იქნება.“
„ცალკე გამოსაყოფია ტრენტ ალექსანდერ არნოლდის თამაში. ინგლისელი ბრწყინვალე პასებით ამარაგებდა, როგორც ნახევარმცველებს, ასევე თავდამსხმელებს. მას განსაკუთრებული უნარები აქვს.“
„„რეალის“ კალენდარი ძალიან მჭიდროა. შესაბამისად, მოურინიოს როტაცია მოუწევს. დარწმუნებული ვარ, „აეკთან“ შეხვედრაში განსხვავებულ თერთმეტეულს ვიხილავთ.“
- დღეს, 14:04
- 444
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




