ჯუდ ბელინგემი:„50 გოლი „რეალის“ მაისურით დიდი პატივია“
ჯუდ ბელინგემმა „რასინგთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ჩვენ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ. „კამპ ნოუზე“ გამარჯვებამ დიდი ენერგია წაიღო, მაგრამ ძალების მოსაკრებად და ფსიქოლოგიური მდგრადობის შესანარჩუნებლად მთელი კვირა გვქონდა. ვიცოდით, რომ სანტანდერში აუცილებლად უნდა მიგვეღწია წარმატებისთვის.“
„50 გოლი „რეალის“ მაისურით? ეს ნამდვილად საამაყოა. ალბათ ამაზე ოცნებაც კი რთული იყო.“
„ზოგადად კარგია, როდესაც გოლს იტან, გადამწყვეტი მოთამაშე ხარ და გუნდი შენი კარგი თამაშის წყალობით იმარჯვებს. ლიდერი შესაძლოა ვიყო მე, მბაპე, ვინისიუსი, არდა ან სხვა. ყველა მატჩში განსხვავებულ როლებს ვირგებთ.“
„იან დიომანდეს საოცარი დარტყმა აქვს, მან ულამაზესი გოლი გაიტანა „ლაიფციგთანაც“. ფაქტია, რომ იანის გასროლები ძალიან სახიფათოა.“
„ზედიზედ 6 მატჩის მოგება მარტივი არ არის, მაგრამ ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო. ახლა მთავარია აღებულ გეზს არ გადავუხვიოთ და რაც შეიძლება ბევრ შეხვედრაში მივაღწიოთ წარმატებას.“
„კარის მშრალად შენახვა? ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია მეკარეებისთვის და მცველებისთვის. 0:3 ბრწყინვალე ანგარიშია.“
- დღეს, 00:15
- 83
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



