კონატე:„აბსოლუტური უპირატესობა გვქონდა“
იბუ კონატემ „რასინგთან“ შეხვედრა შეაფასა.
„მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ვიცოდით, რომ მეტოქეს უყვარდა შეტევა, მაგრამ თავიდან ბოლომდე ვდომინირებდით და „რასინგს“ საკუთარი სტილით თამაშის საშუალება არ მივეცით.“
„დიომანდე შესანიშნავია, ის ყოველკვირეულად უმატებს და მოედანს უგოლოდ ფაქტობრივად აღარ ტოვებს.“
„კარის მშრალად შენახვა მნიშვნელოვანი იყო, ჩვენ ამის გაკეთება შევძელით, თანაც იმ ფონზე, რომ მეტოქის კარი 3-ჯერ ავიღეთ.“
„ეს კვირა რთული იქნება, რადგან გასვლითი შეხვედრები გვაქვს, კალენდარი კი ინტენსიურია. ჯერ ოთხშაბათს უნდა გავიმარჯვოთ, შემდეგ კი შაბათს „მესტალიაზე“. ამისთვის საჭიროა კარგი ფიზიკური მზაობა.“
- დღეს, 00:09
- 67
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




