მოურინიო: "ჩვენ ერთმუშტად შევიკარით"
ჟოზე მოურინიომ თავისი შეგირდები შეაქო.
"გუნდი ნელ-ნელა თამაშის ხარისხს აუმჯობესებს. წინა მატჩებთან შედარებით, ამ ტურში განსხვავებულად ვითამაშეთ. პირველ ტაიმში დი მარიასა და კრიშტიანო რონალდოს წყალობით, გუნდი მთელი 45 წუთის განმავლობაში ორივე ფლანგიდან უტევდა და შედეგიც დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა (0-2)."
"არ მომეწონა ის, რომ ფეხბურთელებმა "მალაგას" უფლება მისცეს გოლი გაეტანა. თუმცა დღეს ფეხბურთელებს ვაპატიებ, რადგან შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ. როდესაც ანგარიში 0-3 იყო სწორედ მაშინ მივიღეთ ბურთი საკუთარ კარში. თუმცა გუნდი ისევ შეიკრა ერთ მუშტად და მეოთხედაც მოვახერხეთ მეტოქის კარის დალაშქვრა."
"მოხარული ვარ იმით, რომ კასილასი Principe de Asturias-ის ჯილდოს მიიღებს. ეს ფაქტი სასიხარულოა, როგორც "რეალის" ხელმძღვანელობისთვის, ასევე გულშემატკივრისთვის. ვფიქრობ როდესაც კასილასი დაჯილდოვდება, ამ მომენტით ძალიან ბევრი ისიამოვნებს. გახარებული ვარ იმით, რომ სამეფო კლუბის "სახე", ასეთ ჯილდოს მიიღებს."
- 17 ოქტომბერი 2010
- 1 947
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.