მოურინიო:„მიხარია, გუნდი ასეთი ერთიანია“
ჟოზე მოურინიომ წარმატებული სანტანდერული ვოიაჟის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
ჟოზე მოურინიომ წარმატებული სანტანდერული ვოიაჟის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„მიხარია, რომ გუნდმა 3 მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა. ჩვენ საქმე პირველივე ტაიმში დავასრულეთ, მეორე ნახევარში კი სიტუაციას ვაკონტროლებდით და განსაკუთრებული აგრესია აღარ გვქონდა.“
„გუნდი ერთიანია, ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ფეხბურთელები ერთი მიზნისთვის იბრძვიან და ერთმანეთს ბრწყინვალედ უგებენ.“
„ყოველდღიური გაუმჯობესება გვაქვს, ახლა უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე 3-4 კვირის წინ და მერწმუნეთ, 1 თვეში კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით.“
„პენალტი? ჩუამენის შემთხვევაში მსაჯის გადაწყვეტილება 100%-ით სწორია. ფრანგს ბურთი ხელზე მოხვდა, თუმცა ეს საკუთარი ფეხიდან ასხლეტილი ბურთი იყო, წესების მიხედვით, იქ თერთმეტმეტრიანი არ უნდა დანიშნულიყო.“
„ტრენტი ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია, მან საკუთარი არსენალი „რასინგთან“ ბრწყინვალედ გამოიყენა.“
„მიხარია, რომ ალექსანდერ არნოლდმა ძალიან მაღალი ინტენსივობა აჩვენა, ის ხშირად ამწვავებდა სიტუაციას ფლანგიდან და გამჭოლ გადაცემებსაც აკეთებდა.“
„ცვლილებები არ ვიჩქარე და ზოგიერთი ფეხბურთელი მოედანზე ბოლომდე დავტოვე, ვინაიდან ჩემპიონთა ლიგაზე გარკვეული როტაცია იქნება. მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ ჩუამენი სკამზე გადაინაცვლებს და დასვენების საშუალება მიეცემა.“
„ძალიან ინტენსიური კალენდარი გვაქვს, სწორედ ამიტომ, რამდენიმე მოთამაშეს ენერგიის დაზოგვის შესაძლებლობა უნდა მივცე. ჩემპიონთა ლიგის მატჩს ოთხშაბათს ვთამაშობთ, შემდეგ გვიწევს ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნება, აღდგენა და შაბათს ისევ მატჩი. სიმართლე გითხრათ, არ მესმის კვირას რატომ არ ვთამაშობთ.“
- გუშინ, 22:03
- 275
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



