ბარტ ვერბრუგენი მადრიდის „რეალის“ რადარზეა

ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესს „ბრაიტონის“ მეკარე, ბარტ ვერბრუგენი აინტერესებს.

ნიდერლანდელი კარის დარაჯი ძალიან დიდ პროგრესს აჩვენებს და მისი ფასი უკვე გასცდა 40 მილიონ  ევროზე.

ვერბრუგენი არამხოლოდ მადრიდული გრანდის, არამედ სხვა კლუბების რადარზეც არის.

მადრიდში მიაჩნიათ, რომ 24 წლის მეკარე ტიბო კურტუას იდეალური შემცვლელი იქნება და „რეალში“ დიდი ხნით დაიდებს ბინას.

ახლა მთავარი პრობლემა მისი სტატუსია. თუ „ბლანკოსი“ ბარტს 2027 წლის ზაფხულში დაიმატებს, მას სარეზერვო მეკარეობა მოუწევს, ვინაიდან ამ ეტაპზე კურტუა უალტერნატივოა, შესაბამისად, ის ამ წინადადებას არ დათანხმდება.

ესპანური გამოცემების ცნობით, პერესი ჩქარობს და განიხილავს საიჯარო შეთანხმებასაც, რომლის მიხედვითაც, ნიდერლანდელი კიპერი მომდევნო ზაფხულს „ბლანკოსის“ საკუთრება გახდება, თუმცა დამატებით 1 წელი „ბრაიტონში“ დარჩება და კვლავ პრემიერლიგაში ითამაშებს, ხოლო 2028 წლიდან „მერენგებს“ შეუერთდება.

ეს ყველაფერი ამ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდებია. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 13
2 მბაპე 11
3 იამალი 8
4 ზაბირი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2026 (8)
ოქტომბერი 2026 (178)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)