მოურინიო:„„ბარსელონას“ დამარცხების შემდეგ მოგებების სერია უნდა შევქმნათ“

„რასინგთან“ დაპირისპირების წინ ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა.

„სანამ პრესკონფერენციას დავიწყებ, მინდა სოლიდარობა და თანადგომა გამოვუცხადო ოჯახებს, რომლებმაც უდიდესი დარტყმა განიცადეს ესპანეთის მომხდარი სარკინიგზო უბედურების დროს.“

„კარგად მოვემზადეთ და ვიცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს „რასინგის“ წინააღმდეგ გამარჯვებას.“

„„ელ კლასიკოს“ მოგებით, „ბარსელონასთან“ სხვაობა შევამცირეთ, მაგრამ ახლა მოგებების სერია და მუდმივად 3 ქულის მოპოვება გვჭირდება იმისთვის, რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს და გადავინაცვლოთ პირველ პოზიციაზე.“

„ჯუდ ბელინგემის ადგილი ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე? ალბათ კომენტარის გაკეთება არ ღირს.“

„ვულოცავ ჰარი კეინს, ის შესანიშნავი ფორვარდია, დიდი დამსახურება აქვს და ოქროს ბურთიც მოიგო.“

„ჩემთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი კილიან მბაპეა, რადგან მას უნიკალური თვისებები აქვს. ამაზე საუბარი ალბათ შორს წაგვიყვანს.“

„გუნდმა კარგად იცის, რომ საუკეთესო შედეგი მხოლოდ დიდი შრომის შედეგად მიიღწევა. მე მომწონს მენტალიტეტი, რომელიც მოთამაშეებს აქვთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ვიცი, რომ კიდევ ბევრი უნდა ვიმუშაოთ და არაერთი ასპექტი დავხვეწოთ.“

„მთავარი ის არის, რომ ყველა მონდომებულია და გვაქვს ბაზა და შესაძლებლობები, რომელსაც კიდევ უფრო განვავითარებთ.“

„მომდევნო 7 დღეში 3 გასვლითი შეხვედრა გვაქვს, ეს ძალიან დიდი ენერგიის დახარჯვასთან იქნება დაკავშირებული, ამიტომ ეფექტური გეგმის შემუშავება და განხორციელება გვმართებს.“

„ტრენტის წასვლა? ასეთ საკითხებზე საუბარი არ მსიამოვნებს, რადგან არასერიოზულია.“

„ის, რომ „ბარსელონასთან“ მარჯვენა მცველად ფედე ვალვერდე გამოვიყენე და დუმფრისი-ტრენტის დუეტი სკამზე დავსვი, არ ნიშნავს იმას, რომ მათ გუნდი უნდა დატოვონ. „რასინგთან“ შეხვედრაში მათგან ერთ-ერთი სასტარტო შემადგენლობაში იქნება.“

„ეიფორია „ელ კლასიკოს“ შემდეგ? როგორც გითხარით, მე მყავს პროფესიონალები. დიახ, ყველა ბედნიერი იყო, მაგრამ ეიფორია არაფერშუაშია, ჩვენ მშვიდად ვართ და მთელ კონცენტრაციას ლა ლიგის მომდევნო ტურებზე ვახდენთ.“

„როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებ, ყველა ფეხბურთელთან მაქვს კომუნიკაცია და მათ ესმით ჩემი.“

„ფედეს ტრავმა არ აქვს, მაგრამ მისი სასტარტო შემადგენლობაში დაყენება რისკებს შეიცავს.“

„იდეალური თერტმეტეული? ყოველთვის ვცვლი გარკვეულ კომპონენტებს, ამიტომ იდეალური თერთმეტეული არ არსებობს. გააჩნია მატჩს და ტაქტიკურ მიდგომას.“

„ვინისიუსის სიტუაცია? მოუთმენლად ველი ბრაზილიელის დისკვალიფიკაციის გასვლას. ის ლა ლიგაში ხელმისაწვდომი ამ ეტაპზე არ არის, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში აუცილებლად დაგვეხმარება და კვლავ სასტარტო შემადგენლობაში იქნება.“

„მბაპეს სკანდალი? კილიანმა ჩინეთთან დაკავშირებით ყველაფერს წერტილი დაუსვა, ბოდიში მოიხადა და დიდი პატივისცემა დააფიქსირა ჩინელი საზოგადოების მიმართ.“

„ის, რომ ფრანგმა ოქროს ბურთის ვერ მოიგო, მისთვის არაფერს ცვლის. ის ნამდვილი პროფესიონალი და მშვიდი ადამიანია, ბრძოლას განაგრძობს და სჯერა, რომ მომდევნო წელს შეძლებს ამ ჯილდოს მიღებას.“

„ვფიქრობ, მბაპემ ჰარი კეინის მიმართ დიდი პატივისცემა გამოიჩინა.“

„არდა გიულერი?  ის ჩემთვის უკვე შემდგარი ვარსკვლავია. არ ვიცი, სად გადის მისი შესაძლებლობების ზღვარი, მაგრამ ვიცი, რომ ის კიდევ მოუმატებს.“

„დიომანდეს პროგრესი გრძელდება, ის ახლა გაცილებით ძლიერია ვიდრე 2 კვირის წინ და კიდევ უფრო ძლიერი იქნება 2 კვირის გასვლის შემდეგ.“

„იანი ახალ გარემოში მოხვდა, სადაც ადაპტაცია მარტივი არ არის, თუმცა მაღალი საფეხბურთო კლასის წყალობით, სამხრეთ აფრიკელი მოთამაშე მოწოდების სიმაღლეზე დგომას ახერხებს.“


1

2 hours above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 669

ჰოო აბა რაა გავა რასინგთან ფრეს გააგორებს ტრადიციულად:დ:დ 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 13
2 მბაპე 11
3 იამალი 8
4 ზაბირი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (176)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)