ანჩელოტიმ ვინისიუსი და ენდრიკი გამოიძახა
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნოემბრის შეკრების განაცხადი უკვე დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ მადრიდის „რეალიდან“ ნაკრებში გამოძახებულები არიან ენდრიკ ფელიპე და ვინისიუს ჟუნიორი.
მიუხედავად იმისა, რომ ედერ მილიტაო გამოჯანმრთელდა, კარლიტომ მისი მადრიდში დატოვება გადაწყვიტა, გუნდს ასევე ვერ დაეხმარება ტრავმირებული როდრიგო.
„სელესაოს“ მეტოქეები იაპონიისა და სინგაპურის ნაკრებები იქნებიან.
- დღეს, 16:50
- 0
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




