პიტარჩი წასვლაზე ფიქრობს
მიუხედავად იმისა, რომ ჟოზე მოურინიომ ტიაგო პიტარჩი მთავარ გუნდში დააწინაურა, მისი სათამაშო დრო მინიმალურია.
ესპანელი ფეხბურთელი წასვლაზე ფიქრობს, ვინაიდან არაერთი კლუბი ეპატიჟება, როგორც ლა ლიგიდან, ასევე იტალიის ჩემპიონატიდან.
ტიაგოს ოჯახი მიიჩნევს, რომ ახლა ბერნაბეუზე დარჩენა ფეხბურთელის კარიერულ განვითარებას ხელს არ შეუწყობს, შესაბამისად, ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელი.
ესპანური გამოცემების ცნობით, ტიაგო იანვარში რამდენიმე შეთავაზებას განიხილავს, რომელიც საიჯარო მიმართულებით იქნება წამოსული.
- დღეს, 16:49
- 0
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




