ფედე ვალვერდე:„ჩვენი მიზანი დეკემბრის ბოლომდე ლა ლიგაში გალიდერებაა“
ფედერიკო ვალვერდემ ჟურნალისტებთან საინტერესო საკითხები მიმოიხილა.
„მიხარია, რომ ვარჯიშის უფლება მომეცა. ტკივილები მქონდა და ვფიქრობდი, რომ აღდგენითი პროცესის გავლა მომიწევდა, თუმცა კვლევებმა სხვა შედეგები აჩვენა.“
„არაერთხელ მითქვამს, რომ თავს ყველაზე კომფორტულად ნახევარდაცვის ცენტრალურ ზონაში ვგრძნობ, თუმცა როდესაც გუნდს სჭირდება, პოზიციას უყოყმანოდ ვიცვლი, მე მადრიდისტა ვარ.“
„„ელ კლასიკოს“ მოგებით, „ბარსელონასთან“ სხვაობა 3 ქულამდე შევამცირეთ, ახლა კი ჩვენი მიზანი დეკემბრის ბოლომდე ლა ლიგაში გალიდერებაა.“
„სანაკრებო პაუზის შემდეგ მობილიზება მოვახდინეთ და ძალიან კარგი შედეგები ვაჩვენეთ, ასე უნდა გავაგრძელოთ და ყველა მატჩს ისე მივუდგეთ, როგორც ფინალს.“
„ჰანსი ფლიკის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და ლა ლიგა უდანაკარგოდ ასპარეზობდა, დარწმუნებული ვარ, „ბარსსელონა“ წარმატებული სერიის გაგრძელებას შეეცდება, ამიტომ ჩვენ ყველა მატჩის მოგებაზე უნდა ვიფიქროთ.“
- დღეს, 16:33
- 75
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




