„რასინგისთვის“ მზადება გრძელდება
სამეფო კლუბის ფეხბურთელები სანტანდერის „რასინგთან“ დაპირისპირებისთვის მზადებას აგრძელებენ.
დღევანდელ ვარჯიშზე ჟოზე მოურინიომ დიდი ყურადღება დაუთმო ფიზიკურ კონდიციებს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს, პრესინგს და ტაქტიკურ მონახაზებს.
შეკრებაზე რამდენიმე კანტერანოც გამოცხადდა და მთავარი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშა.
ფერლან მენდი ყოველდღიურად უმატებს და უკვე ბურთთან ერთად ვარჯიშობს.
ასევე აღსანიშნავია, რომ გუნდთან ერთად ემზადება ტიბო კურტუა, რომელმაც ვირუსი დაამარცხა და სათამაშოდ მზად არის.
- დღეს, 16:11
- 40
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



